მთავარი
N/A სართული 0

აირჩიეთ სასურველი ბინის ზომა

დიდუბე, ვანის ქუჩა 4, თბილისი, საქართველო  

სახლი რომელსაც ელოდი

თუ ეძებ მყარ, კარგად ნაშენებ სახლს; თუ გსურს კომფორტი შენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს; თუ მოგენატრა საკუთარი ეზო და არ გინდა ქალაქის ქაოსმა შენს ფანჯრებში შემოაღწიოს - დიდუბე გარდენი შენთვისაა. პროექტის ავტორები შეეცადნენ, მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ მომხმარებლის მოთხოვნები...

გაიგე მეტი

უსაფრთხოება უპირველესყოვლისა

მშენებლობის უსაფრთხოების დაცვის მაღალი სტანდარტი ჩვენი პროექტის მთავარი უპირატესობაა. დიდუბე გარდენი შენდება უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით. მყარი რკინა-ბეტონის კონსტრუქცია შენობის მაქსიმალურ გამძლეობას უზრუნველყოფს (ნაგებობა გათვლილია 8 ბალიან სისტემაზე). გამოყენებული მასალები სითბოსა და ხმის მაღალი დონის იზოლაციას ქმნის. კორპუსი მთლიანად აღჭურვილია სახანძრო უსაფღტხოების სისტემით,ასევე საძირკველს გაუკეთდა BASF-ის ფირმის გერმანული ჰიდროიზოლაცია  ეს ყველაფერი მრავალი ათეული წელი შენობის სიმყარისა და უსაფრთხოების გარანტია.

შენი ეზო

პროექტის ერთ-ერთი მთავარი სიამაყე დიდი, გამწვანებული, იზოლირებული ეზოა. ეზოში განთავსდება საბავშვო მოედანი, სკვერი, მოსასვენებელი ზონები. მეტი კომფორტისთვის სადარბაზოს ექნება ევროპული სტანდარტის პანდუსი. ვრცელი მწვანე საფარი, ლამაზი ხეები, წესრიგი, სიწყნარე და სილამაზე - ეს შენი ეზოა.

საუკეთესო ლოკაცია

დიდუბე გარდენი ცენტრალურ გამზირთან ძალზე ახლოს მდებარეობს, თუმცა, საუკეთესო ლოკაციის დამსახურებით, მანქანების ხმაური და გამონაბოლქვი აქ არ შეგაწუხებთ. წყნარი, მშვიდი, მყუდრო გარემო  სრულიად იზოლირებულია ქალაქის ქაოსისგან. ობიექტი უზრუნველყოფილია ქალაქის ყველა მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ახლო მანძილზეა მეტროსადგურები, სავაჭრო ობიექტები, სასწავლო დაწესებულებები და ა.შ.

შეეგუე კომფორტს

დიდუბე გარდენში კომფორტი თქვენი ცხოვრების წესად იქცევა -  ჩვენმა დიზაინერებმა მაქსიმალურად იზრუნეს, რომ ბინები მომხმარებლის მოთხოვნაზე სრულად მორგებული ყოფილიყო. შედეგად, მივიღეთ რაციონალურად დაგეგმილი თითოეული კვადრატული მეტრი. პროექტები, სადაც ყველა დეტალი ნაფიქრია. გადმოდი ჩვენთან, შეეგუე კომფორტს.

ბინები 54 კვ მეტრიდან

შეარჩიე ბინა

ადგილმდებარეობა

ახლომდებარე ობიექტები

მეგალაინი

800მ

ცენტრალური სადგური

600მ

წერეთლის მეტრო

500მ

გამოფენა

500მ

მაკდონალდსი

300მ

ჩაბარების პირობები

პროექტი ბარდება 2020 წლის დეკემბერში, თეთრი კარკასის მდგომარეობით

გადახდის პირობები

გვაქვს როგორც შიდა ასევე საბანკო განვადება 

ჩვენ შესახებ

მშენებლობას აწარმოებს კომპანია WIZZ DEVELOPMENT & CONSTRUCTION რომელსაც საზღვარგარეთ, მათ შორის ევროპაში, მშენებლობის დიდი გამოცდილება აქვს. დიდუბე გარდენი კი კომპანიის პირველი პროექტია საქართველოში. ჩვენი მიზანია, გავხდეთ ქართული დეველოპელური ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი, საქართველოში დავნერგოთ მშენებლობის ევროპული სტანდარტები, შევქმნათ ახალი ხედვა და მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი.

დაგვიკავშირდით